მაიკლ კარპენტერი - ჩვენ გვსურს და გვჭირდება საქართველო ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში

ჩვენ გვსურს და გვჭირდება საქართველო ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში - თუ ეს არის თქვენი სტრატეგიული კომპასი, თუ ეს არის ის მიმართულება, საითაც გინდათ თქვენი ქვეყანა წავიდეს, მაშინ ეს რეალურად საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, რომ მიმართოს მთელი ყურადღება და რესურსები ამის აღსრულებაზე, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ეუთოში მაიკლ კარპენტერმა თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებშია საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია ამ ქვეყნის დემოკრატიზაციის გაღრმავებასთან ერთად.

„მსურს გიპასუხოთ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების პერსპექტივიდან, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ გვსურს და გვჭირდება საქართველო ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში. ეს საქართველოს დემოკრატიულობის გაღრმავებასთან ერთად, არის ჩვენს ეროვნულ ინტერესებში. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ევროკომისიისგან ოქტომბერში ანგარიში არის მოსალოდნელი და იმის გათვალისწინებით, რომ ევროპული საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის ბოლოს, საქართველოსთვის ეს არის შესაძლებლობების ფანჯარა, ახლა არის დრო, როცა ადამიანი იფიქრებდა, რომ ხელისუფლება გააორმაგებდა ძალისხმევას, რომ ყველა ქვა იქნებოდა გადაბრუნებული, შესაძლებლობების ამ ფანჯარაში გასასვლელად გზის საპოვნელად, რაც შეიძლება აღარ გაჩნდეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში მომავალში.

ევროკავშირი ძალიან მკაფიო იყო იმასთან დაკავშირებით, თუ რისი გაკეთებაა საჭირო - 12 რეკომენდაციის შესრულება, რომელიც მოიაზრებს ისეთ პუნქტებს, როგორიც არის მედია პლურალიზმი, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, დეოლიგარქიზაცია - ეს არის კრიტიკული ნაბიჯები, რომლებიც საქართველომ უნდა გადადგას და ახლა კითხვა მდგომარეობს იმაში, თუ ეს არის თქვენი სტრატეგიული კომპასი, თუ ეს არის ის მიმართულება, საითაც გინდათ თქვენი ქვეყანა წავიდეს, მაშინ რეალურად საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, რომ მიმართოს მთელი ყურადღება და რესურსები ამის აღსრულებაზე. ჩვენ მხარს დავუჭერთ ძალისხმევას, მაგრამ ეს დამოკიდებულია აქ მყოფ ადამიანებზე“, - განაცხადა კარპენტერმა.

მისი თქმით, საქართველომ გადაიხადა უდიდესი ფასი 2008 წელს და ის იმსახურებს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციას.

„მე ვიცი, რომ საქართველომ გადაიხადა უდიდესი ფასი 2008 წელს და ისინი იმსახურებენ ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციას, რადგან ისინი არიან ევროპულები, კულტურულად, ისტორიულად და პოლიტიკურად როგორც დემოკრატია. ასე რომ ჩვენ მათ უნდა დავეხმაროთ ამის მიღწევაში, მაგრამ მათ ასევე საკუთარ ხელში უნდა აიღონ სადავეები და უზრუნველყონ, რომ ეს შესაძლებლობა ხელიდან არ იქნება გაშვებული“, - განაცხადა კარპენტერმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო