დღეს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება

ჩვენ, 5 სექტემბერს, გავხსნით საშემოდგომო სესიას და პარლამენტი დაუბრუნდება სასესიო სხდომების ჩვეულ რეჟიმს. საპარლამენტო კომიტეტები, მიუხედავად იმისა, რომ არ იყო სასესიო პერიოდი, რა თქმა უნდა, აგრძელებდნენ სხვადასხვა საკითხზე ზაფხულის პერიოდშიც მუშაობას და ამ მხრივ ზაფხულიც დატვირთული იყო, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, პარლამენტი დავით სერგეენკოსა და ქეთევან დუმბაძისთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს უყრის კენჭს.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, სასესიო კვირაში, კენჭი უნდა ეყაროს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხ არამოსამართლე წევრს და ყველა პოლიტიკურ ჯგუფს მოუწოდა ამ კანდიდატების მხარდაჭერისკენ.

„იცით, რომ ეს გახლავთ 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი. გავიდა 5 თვე, რაც დასახელდნენ ეს კანდიდატურები და გასაუბრებებიც იყო. ამ ხუთი თვის მანძილზე ამ ოთხ კანდიდატთან დაკავშირებით, მე პირადად არ მომისმენია რამე უარყოფითი აზრი. ამიტომ, გთხოვთ შეხედოთ ამ საკითხს იმ პერსპექტივით, რომ მნიშვნელოვანია რეკომენდაციის შესასრულებლად და შეძლებისდაგვარად, იქნებ შევძლოთ არამოსამართლე წევრების არჩევა", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე.

პარლამენტში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოში ასარჩევად წარდგენილი არიან: რუსუდან კვინიკაძე, გოგა კიკილაშვილი, ლევან ნემსაძე და ნინო ნიშნიანიძე.

მიმდინარე სასესიო კვირაში, განსახილველ საკითხებში, შეტანილია დადგენილების პროექტი, რომელიც შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს. დადგენილების პროექტის ინიციატორია ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია".

საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა 5 სექტემბერს 12:00 საათზე, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნება.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო