პრემიერის ხელმძღვანელობით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 67-ე სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 67-ე სხდომა გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით არსებული აქტუალური საკითხები განიხილეს.

„სხდომაზე წარმოდგენილი იყო ევროკავშირში ინტეგრაციისა და ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის ექვსი თვის ანგარიში, რომელიც სხვადასხვა უწყებების ჩართულობით მომზადდა. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით ქვეყანას აქვს მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელიც ევროპელ კოლეგებს უახლოეს მომავალში წარედგინება. სხდომის წევრებმა იმსჯელეს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობის შესახებ. განიხილეს ახლო მომავალში გადასადგმელი ნაბიჯები. კომისიის ფარგლებში ისაუბრეს დეოლიგარქიზაციის საკითხის სისტემურ მიდგომაზე, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციის შესაბამისად ხორციელდება. გადაწყდა, რომ შემუშავდება სამოქმედო გეგმა, რომელიც განსაზღვრავს იმ ნაბიჯებს, რაც შესაბამისობაში იქნება ვენეციის კომისიის დასკვნებთან და ევროკავშირის მოთხოვნებთან. აღინიშნა, რომ ეს არის ის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც 12 რეკომენდაციის შესრულებას კიდევ უფრო სრულყოფს და ევროკავშირის ანგარიშის მომზადებამდე საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს სრულყოფილად წარმოაჩენს. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო