პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის სპიკერს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის სპიკერს ამირ ოჰანას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, მხარეებმა სხვადასხვა სფეროში ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს. ამ კონტექსტში ხაზი გაუსვეს ისრაელის სახელმწიფოში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წარმატებულ ვიზიტს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ისრაელის სახელმწიფოსთან მეგობრული და ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობის განვითარებას.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მიესალმება ისრაელის სახელმწიფოსა და საქართველოს საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის გააქტიურებას.

„განსახილველი საკითხებიდან ერთ-ერთი იყო ქვეყნებს შორის ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობა, რომელიც მზარდი დინამიკით ხასიათდება. მხარეებმა ამ მიმართულებით არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დადება ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის ორივე ქვეყანას.

შეხვედრას ესწრებოდნენ ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში - ჰადას მიეცადი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი - რევაზ ჯაველიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელის სახელმწიფოში - ლაშა ჟვანია”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო