კამპანიაში „გამომყევი აჭარაში“ ადგილობრივი ტურისტული ობიექტებიც ჩაერთვებიან

აჭარაში მოქმედი ტურისტული ობიექტებისა და სერვისის მიმწოდებლებს შეუძლიათ პროექტ „გამომყევი აჭარაში“ ჩაერთონ და კამპანიის მონაწილე ინფლუენსერებს თავიანთი სერვისები შესთავაზონ. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლებმა შეთავაზებები, ტურისტული ობიექტები და პროდუქტები საიტზე followajara.ge უნდა დაარეგისტრირონ.

„აღნიშნული ერთის მხრივ ხელს შეუწყობს რეგიონში მოქმედი ტურისტული ობიექტების სერვისების პოპულარიზაციას, რეკლამას, მეორეს მხრივ კი კამპანიის მონაწილე ინფლუენსერებს გაუმარტივებს რეგიონში მოგზაურობას.

პროექტი „გამომყევი აჭარაში“ ქართველ ბლოგერებს, მოგზაურებს, ინფლუენსერებს, ფოტოგრაფ/ვიდეოგრაფებს, ცნობილ სახეებს საშუალება აძლევს იმოგზაურონ აჭარაში და მოიგონ კამპანიის მთავარი პრიზი 100, 000 ლარი. ვებ-გვერდზე followajara.ge ამ ეტაპზე 30-ზე მეტი მსურველია დარეგისტრირებული. მხოლოდ „ტიკ-ტოკზე“ კამპანიის ჰეშთეგით #გამომყევიაჭარაში გამოქვეყნებულ „კონტენტს“ უკვე 2 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

„გამომყევი აჭარაში“ კამპანიის მიზანია აჭარის, როგორც მიმზიდველი, მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაცია და ქართველი ბლოგერ/ინფლუენსერების ჩართულობით შიდა ტურიზმის სტიმულირებაა. პროექტი თანაბარ შესაძლებლობას აძლევს ყველა ბლოგერსა თუ ინფლუენსერს დარეგისტრირდეს პროექტში, აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებები გაუზიაროს გამომწერებს, რეგიონზე გამოქვეყნებული პოსტებით დააგროვოს მაქსიმალური წვდომა და გახდეს პროექტის გამარჯვებული. პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ვებგვერდზე followajara.ge, სადაც ასევე მიმდინარეობს პროექტში ჩართვის მსურველთა რეგისტრაცია. „გამომყევი აჭარაში“ კამპანია 1 აგვისტოს დაიწყო და 15 ოქტომბრამდე გაგრძელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო