რუსული მედია - რუსეთი ოფიციალური ერევნის ბოლო განცხადებებით უკმაყოფილოა

რუსეთი ოფიციალური ერევნის ბოლო განცხადებებით უკმაყოფილოა. ინფორმაციას დიპლომატიური უწყების წყაროზე დაყრდნობით, რუსული მედია - „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

"მოსკოვი ძალიან უკმაყოფილოა სომხეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელობის ბოლო საჯარო განცხადებებით - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის იტალიურ გაზეთ La Repubblica-სთვის მიცემული ინტერვიუთი, საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარის ჩათვლით და ამ განცხადებებს აფასებს მიუღებლად, როგორც ტონით, ისე შინაარსით", - აღნიშნავს მედია წყაროზე დაყრდნობით.

„რია ნოვოსტის“ წყაროს განცხადებით, მოსკოვის აზრით, ასე ოფიციალური ერევანი საკუთარ შეცდომებზე პასუხისმგებლობის გადადებას ცდილობს.

"უსაფრთხოებისა და ეკონომიკის სფეროში სომხეთის რესპუბლიკასთან ურთიერთობები მოსკოვში არ განიხილება, როგორც ერთი ქვეყნის დამოკიდებულება მეორეზე, პირიქით, მას უყურებენ, როგორც თანასწორუფლებიან, მომგებიან და ეფექტურ პარტნიორობას. ზოგს უნდა, რომ რუსეთი ხელოვნურად განდევნონ სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან და ამისთვის ერევანს იყენებენ", - აღნიშნა რუსული მედიის წყარომ.

შეგახსენებთ, რომ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლა ფაშინიანის განცხადებით, უსაფრთხოების სფეროში მხოლოდ ერთ ადგილზე, ანუ რუსეთზე, დამოკიდებულება ან მიჯაჭვულობა თავისთავად სტრატეგიული შეცდომაა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო