რუმინეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ დუნაიზე, პორტზე რუსული დრონით თავდასხმას რუმინეთისთვის ზარალი არ მიუყენებია

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლუმინიცა ოდობესკუს განცხადებით, დუნაიზე მდებარე უკრაინის პორტზე რუსული უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შედეგად, მის ქვეყანას არანაირი ზარალი არ მიადგა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

აღნიშნული განცხადება ლუმინიცა ოდობესკუმ ბერლინში, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანალენა ბერბოკთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს გააკეთა.

„რასაკვირველია, უბედური შემთხვევების და ინციდენტების რისკი არსებობს, მაგრამ მოცემულ მომენტში ამას ადგილი არ აქვს“, - განაცხადა მინისტრმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსული უპილოტოების თავდასხმები რუმინეთის ტერიტორიისთვის ან ტერიტორიული წყლებისთვის პირდაპირ სამხედრო საფრთხეს არ წარმოადგენს.

„დუნაის ჩვენი მხრიდან ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა დავინახოთ, რა ხდება და ჩვენ ვნახეთ, რომ პრაქტიკულად რუსეთი ცინიკურად ახორციელებს და აგრძელებს უკრაინის ინფრასტრუქტურაზე - სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე - იერიშების მიტანას, რითაც არ აძლევს ამ ქვეყანას მარცვლეულის ექსპორტის საშუალებას“, - განაცხადა ოდობესკუმ.

შეგახსენებთ, რომ დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დუნაიზე მდებარე უკრაინის მდინარის პორტზე თავდასხმის შედეგად, რუსული დრონების ნაწილები რუმინეთის ტერიტორიაზეც ჩამოვარდა. უკრაინის საგარეო უწყების მტკიცებით, მას ამის დამადასტურებელი ფოტომასალაც გააჩნია, რუმინეთის ხელისუფლება კი - აღნიშნულ ფაქტს უარყოფს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო