ნათია თურნავა სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს, ჯიჰად აზურს შეხვდა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა და ვიცე-პრეზიდენტი, არჩილ მესტვირიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსს, ჯიჰად აზურს შეხვდნენ. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი რეგიონის ეკონომიკურ მდგომარეობასა და არსებულ გამოწვევებს შეეხო.

ნათია თურნავამ ჯიჰად აზურს საქართველოს მაკროეკონომიკური ტენდენციები და ეროვნული ბანკის რეფორმები გააცნო. ამასთან, საუბარი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი საქართველოს ეკონომიკური პროგრამის მიმდინარეობას შეეხო. აღინიშნა, რომ პროგრამა საქართველოში მაკროეკონომიკური სტაბილურობის განმტკიცებას უწყობს ხელს. ყურადღება გამახვილდა ეროვნული ბანკის როლზე საქართველოს საფინანსო სექტორის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

ვიზიტის ფარგლებში, ნათია თურნავამ მონაწილეობა მიიღო სომხეთის ეროვნული ვალუტის - დრამის 30 წლის საიუბილეო ღონისძიებაში. მაღალი რანგის სიმპოზიუმი, დილიჟანში, სომხეთის ცენტრალური ბანკისა და "ბრეტონ ვუდსის კომიტეტის" ორგანიზებით გაიმართა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრები სომხეთისა და უზბეკეთის ცენტრალური ბანკების მმართველებთანაც გამართა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო