დენიელ ფრიდი - მოსაზრება, რომ დასავლეთს საქართველოს ომში ჩაბმა სურს, სრული და ანგარებიანი სისულელეა

ყოფილი ამერიკელი დიპლომატი და ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენელი, დენიელ ფრიდი აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებსა და ევროპაში ყველას ესმის, რომ საქართველო მოწყვლად მდგომარეობაში იმყოფება და არავის სურს, ის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს.

„რაც შეეხება ე.წ. დასავლურ შეთქმულებას საქართველოს ომში ჩაბმის შესახებ, შეერთებულ შტატებსა და ევროპაში ყველას ესმის, რომ საქართველო დაუცველ მდგომარეობაშია და არავის სურს, რომ საქართველო საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს. მშვენივრად გვესმის, რომ საქართველოს არ სურს, უკრაინის იარაღის მთავარი მიმწოდებელი გახდეს. ყველას ესმის ეს. ასე რომ, მოსაზრება, თითქოს დასავლეთს სურს საქართველოს ომში ჩაბმა, სრული და ანგარებიანი სისულელეა. უბრალოდ, არასწორია“, - განაცხადა დენიელ ფრიდმა თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე.

მისი თქმით, საქართველოს დემოკრატიისა და საქართველოს ინსტიტუტების გაძლიერება მის უსაფრთხოებას გააძლიერებს.

ამასთან, ყოფილმა დიპლომატმა 2008 წლის ომზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ სისულელეა იმის თქმა, თითქოს ომის პროვოცირება საქართველომ მოახდინა.

„ვფიქრობ, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის ფონზე, საბოლოოდ შეგვიძლია უარვყოთ ის სისულელე, რომ საქართველომ მოახდინა ომის პროვოცირება, პუტინი ნებისმიერ შემთხვევაში აპირებდა საქართველოზე თავდასხმას. დიახ, საქართველოს ხელისუფლებასთან მქონდა საუბარი, მოვუწოდე, არ გაეგზავნათ ჯარი, მაგრამ რომ არ გაეკეთებინათ ეს, რუსეთი მაინც დაესხმებოდა თავს. უკრაინის ომი ცხადყოფს, რომ პუტინს სურს იმპერიის ხელახლა დაპყრობა და ამისთვის ძალას იყენებს“, - აღნიშნა დენიელ ფრიდმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო