კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ლექტორმა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის კონკურსში გაიმარჯვა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის ლექტორმა და მეცნიერ-თანამშრომელმა, შენგელი კიკილაშვილმა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის კონკურსში გაიმარჯვა და უმაღლესი ქულებით დაიმსახურა პრემია - აგრარულ მეცნიერებაში განსაკუთრებული მიღწევებისთვის (2023).

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონკურსის ფარგლებში, დარეგისტრირდა და შეფასების ეტაპზე გადავიდა 33 საკონკურსო განაცხადი. გამოვლინდა 7 გამარჯვებული სხვადასხვა კატეგორიაში, მათ შორის აგრარულ მეცნიერებებში.

„კონკურსის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდა მეცნიერთა წახალისება წარმატებული და გამორჩეული სამეცნიერო მოღვაწეობის, აკადემიური კომპეტენციების ფარგლებში დარგის განვითარებისა და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო