ლევან ხაბეიშვილი - ოლიგარქის მიერ ხელდასხმული მარიონეტები დეოლიგარქიზაციის კანონს როგორ მიიღებენ, როცა თავად არიან ივანიშვილის  ჭინკები?! - საკუთარ თავებს ხომ არ დააპატიმრებენ და გაასამართლებენ?!

ოლიგარქის მიერ ხელდასხმული მარიონეტები დეოლიგარქიზაციის კანონს როგორ მიიღებენ, როცა თავად არიან ივანიშვილის წარმოდგენილი ჭინკები?! - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დეოლიგარქიზაცია დებიძინიზაციას ნიშნავს, რასაც „ქართული ოცნება“ არ განახორციელებს.

„ივანიშვილის ბანკის თანამშრომელი პრემიერია, მისი ბანკის თანამშრომელია სუს-ის უფროსი, მისი ბანკის პლასტიკური ბარათების დამმზადებელი არის თავდაცვის უფროსი, პლასტიკურ ბარათებს ამზადებდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრიც, სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი ბატონი ჩუბინიძე მისი პირადი დაცვის წევრი იყო, შს მინისტრი მისი დაცვის წევრი იყო - ესაა ოლიგარქიული მმართველობა. შესაბამისად, ოლიგარქის მიერ ხელდასხმული მარიონეტები დეოლიგარქიზაციის კანონს როგორ მიიღებენ, როცა თავად არიან ივანიშვილის წარმოდგენილი ჭინკები?! რომელ ტოტზეც სხედან, იმ ტოტს ხომ არ მოჭრიან, საკუთარ თავებს ხომ არ დააპატიმრებენ და გაასამართლებენ? როცა დეოლიგარქიზაციაზე ვსაუბრობთ, ეს ნიშნავს დებიძინიზაციას, რაც ევროპელმა კოლეგებმაც დაგვიმარცვლეს“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო