გიორგი ვაშაძე - რამხელა სისულელეა, როგორ შეიძლება „ქართული ოცნების“ წამოწყებული პროცესით ოპოზიცია ევაჭრებოდეს პრეზიდენტს

პროცესი იმიტომ წამოიწყეს, რომ მხოლოდ იმპიჩმენტზე გვალაპარაკონ და არა ეკონომიკურ სიდუხჭირეზე, სტატუსის საბოტაჟზე - შემდეგ თქვეს, რომ ვიღაც ვიღაცას აშანტაჟებს. სად არის ლოგიკა იმაში, რომ „ქართული ოცნების“ წამოწყებული პროცესით „ნაციონალური მოძრაობა“ აშანტაჟებს პრეზიდენტს?! - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საკითხს, ვაშაძე აცხადებს, რომ მისი შეწყალება პრეზიდენტის ვალდებულებაა და კარგი იქნება, თუ ამას არ გააჭიანურებს.

„აბსოლუტური სისულელე და აბსურდია იმპიჩმენტის თემის წამოწყება, თვითონაც აღიარებენ ამას, ხმები არ აქვთ. მაშინ კითხვა დავსვათ - რატომ წამოიწყეს? იმიტომ, რომ ამ იმპიჩმენტზე გვალაპარაკონ ყველა. რატომ უნდათ ამაზე გვალაპარაკონ? - არ უნდათ ვილაპარაკოთ გაჭირვებულ ადამიანებზე, ეკონომიკურ სიდუხჭირეზე, სამუშაო ადგილების არარსებობაზე, ევროკავშირის სტატუსის საბოტაჟზე, რომელსაც ეწევა „ქართული ოცნება“. შემდეგ თვითონვე თქვეს, რომ ვიღაცა ვიღაცას აშანტაჟებს. რამდენად არალოგიკურია ეს, რომ „ქართული ოცნების“ წამოწყებული პროცესით „ნაციონალური მოძრაობა“ აშანტაჟებს პრეზიდენტს, ლოგიკა სად არის?!

რომელიღაც „ქოცმა“ რომ რაღაც სისულელე უთხრა „დოიჩე ველეს“ ინტერვიუში, ეს არაფერს ნიშნავს. რამხელა სისულელეა, როგორ შეიძლება „ქართული ოცნების“ წამოწყებული პროცესით ოპოზიცია ევაჭრებოდეს პრეზიდენტს, ესე იგი „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას პრეზიდენტთან სავაჭრო საკითხი მისცა?! პროცესი ვინ დაიწყო? ჩვენ დავიწყეთ?! იქეთ ვსვამ კითხვას. რომელი ოპოზიცია უშვებს ამას? მათაც დაუსვით ეს კითხვა. ოპოზიცია არაფერს წამოეგება. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მისი შეწყალება ჩემი აზრით, არის ვალდებულება ზურაბიშვილის, ეს ნაბიჯი მან უნდა გადადგას და არ უნდა გააჭიანუროს ისე, როგორც გააჭიანურა სხვა შეწყალებები. რაც მალე გააკეთებს ამას, მით უკეთესი,“ - განაცხადა ვაშაძემ.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის