მაია ბითაძე - დღეს მსოფლიოში კლიმატის ცვლილება და გარემოს დაცვა სახელმწიფო უსაფრთხოების დონეზეა აყვანილი

გარემო აბსტრაქცია არ არის და არც იმის დამტკიცება უნდა გვიწევდეს, რომ კლიმატის ცვლილება არ არის სადღაც შორს, სხვა პლანეტაზე. დღეს მსოფლიოში კლიმატის ცვლილება და გარემოს დაცვა სახელმწიფო უსაფრთხოების დონეზე არის აყვანილი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მაია ბითაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდა, აქტიურად ჩაერთონ გარემოსდაცვითი მიმართულებით საპარლამენტო საქმიანობაში.

„2014 წლიდან ჰიდრომეტეოროლოგიური, გეოლოგიური დაკვირვების ქსელის მიწისქვეშა და მიწისზედა წყლების მონიტორინგის ქსელის აღდგენა დაიწყო. ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა ძალიან დიდი ძალისხმევა გაიღეს. „ქართული ოცნების“ ბრალი არ არის, რომ ამ ქვეყანაში 50 000-ამდე მოწყვლადი ტერიტორიაა, როგორც ჰიდროლოგიური, ისე გეოლოგიური კუთხით. ჩვენ სასწრაფოდ, მეტი მონდომებით, უნდა შევქმნათ და სავალდებულო გავხადოთ ზონირების რუკები, რომლებიც ზუსტად განსაზღვრავს ამ მოწყვლად ტერიტორიებს. ყოველ სესიაზე ჩვენ გამოგვაქვს ახალი საკითხები, გვაქვს ძალიან ბევრი მოსმენა, მათ შორის გარემოს ეროვნული სააგენტოსი. მონაწილეობა მიიღეთ, ადეკვატური კითხვები დასვით და გაიაზრეთ, რომ ერთობლივი ძალისხმევის გარეშე ჩვენ სისტემას ვერ გავაუმჯობესებთ და კლიმატის ცვლილება არსად არ გაქრება“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო