მიხეილ სარჯველაძე - საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებდა წინა წელსაც, იმსახურებს ახლაც და არც ერთი სხვა ქვეყნის ფონზე, ნამდვილად არაფერი დაეწუნება

ჩვენი ქვეყნისთვის ევროპული მომავალი მართლაც უმნიშვნელოვანესი და მთავარი პრიორიტეტია. ეს რომ საერთო-ეროვნული მიზანი იყო, სწორედ ამის გათვალისწინებით გაჩნდა საქართველოს კონსტიტუციაში 78-ე მუხლი და ეს მოხდა სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების და კონკრეტულად ირაკლი კობახიძის მეცადინეობით“, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან დასანანია, რომ საერთო-ეროვნულ მიზანზე უფრო მეტი მნიშვნელობა ოპოზიციისთვის, ხელისუფლებასთან ქიშპობამ და დაპირისპირებამ შეიძინა.

„მათი სურვილი და ინტერესია ხელისუფლება დააზიანონ თუნდაც ამას მთელი ქვეყნის, ეს მეტად მნიშვნელოვანი ინტერესი შეეწიროს. ამის გამო დაიწყეს იმ აზრის გავრცელება და დანერგვა, თითქოს და საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. არადა, გადასარევად იციან, საქართველო ამ სტატუსს იმსახურებდა წინა წელსაც, იმსახურებს ახლაც და არც ერთი სხვა ქვეყნის ფონზე საქართველოს ნამდვილად არაფერი დაეწუნება. ისიც იციან, რომ აბსოლუტურად შეუთავსებელია ქვეყნის პერსპექტივებთან იმის მტკიცება, რომ დაუმსახურებლად მოხდეს სტატუსის მონიჭება. რა არ მოიფიქრეს საქართველოს წუნდებულობაზე, რიტორიკით გამოწვეული ამ უხერხულობის თავიდან ასარიდებლად - ხან „ხალხი იმსახურებს და ქვეყანა არა“, ხან ფული ხარჯეს საქართველოსთვის სანქციების დაწესებისთვის, ხან ისიც თქვეს, რომ „საქართველო კი არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, მაგრამ მაინც სწორი იქნება კანდიდატის სტატუსის მონიჭებაო“. საბედნიეროდ, იმედია, რომ ამაოდ დაშვრნენ“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო