მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე - ზოგზოგიერთებს რუჯისთვის ერთი დღით ნაკლები რომ დაეთმოთ და რაჭაში ჩასულიყვნენ, ნახავდნენ იქ რა ხდებოდა

ზოგზოგიერთებს რუჯისთვის ერთი დღით ნაკლები რომ დაეთმოთ და რაჭაში ჩასულიყვნენ, ნახავდნენ იქ რა ხდებოდა, ადგილობრივ მოსახლეობას რომ გასაუბრებოდნენ, კითხვა რომ დაესვათ - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია შოვში მომხდარ ტრაგედიაზე პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს.

„3 საათზე და მთელ ღამეზე რომ ლაპარაკობენ, პირველ 5 წუთში რა მოხდაო, პირველ 5 წუთში ისეთ რაღაცებზეა საუბარი, რაზეც საუბარი მე პირადად და თითოეულ თქვენგანს ძალიან მიჭირს და გიჭირთ. ბოდიში იმისთვის, რასაც ახლა ვიტყვი, ფრაგმენტებად ამოჰქონდათ მაშველებს ადამიანები და ესენი (ოპოზიცია) ლაპარაკობენ 3 საათი, 8 საათი, გათენებამდე, დაღამებამდე. პირველ 5 წუთში რა ხდებოდა ჯერ ის მოიკითხეთ, რეებს კადრულობთ?! ტრაგედიით მოსარგებლეები ასე როგორ გახდით?! საიდან გამოჩეკეთ ეს აზრები, რომ ამაზეც შეიძლება პოლიტიკური დივიდენდები მიიღოთ და მორალი იკითხოთ? რეებს აკეთებთ, შოვზე ამას როგორ იგონებთ და კადრულობთ, დაწყნარდით ცოტა თუ შეიძლება! იმაზე ვილაპარაკოთ, 2006 წლიდან რაც ჩამოანგრიეთ მთლიანად და სისტემა გააუქმეთ. მაია ბითაძე ლაპარაკობდა, 2014 წლიდან როგორ მიდის აწყობა, წინასწარი გაფრთხილების სისტემას რამდენი კომპონენტი უნდა და რამდენია უკვე თბილისში, რეგიონებში, რაჭაში. ხე-ტყის მოჭრა რა შუაშია, 65 ჰექტარი ყინული მოწყდა, საიდან მოგაქვთ ეს ყველაფერი? რაღაც ხომ არსებობს მართლა, შუბლის ძარღვი და მორალი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო