გიორგი ამილახვარმა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის ახლად დანიშნულ წარმომადგენელთან შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ახლად დანიშნულ წარმომადგენელთან, იესპერ მოლერთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციის თანახმად, მხარეებმა თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები და ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების საკითხები განიხილეს.

გიორგი ამილახვარმა იესპერ მოლერს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და აღნიშნა, რომ სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდს მრავალწლიანი პარტნიორობა აკავშირებთ. მისი თქმით, განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით არაერთი წარმატებით განხორციელებული მასშტაბური პროექტი, სწორედ ამ ნაყოფიერი თანამშრომლობის მაგალითს წარმოადგენს.

საუბარი შეეხო სკოლამდელი და ზოგადი განათლების საფეხურზე მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვეს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო