მთაწმინდა პანორამა - აპარტამენტები მთაწმინდის უბანში - გაყიდვები უკვე დაიწყო

თუ თბილისის შუაგულში, ჰარმონიული ცხოვრებისთვის მშვიდ გარემოს ეძებ, მაშინ ამ სტატიას აუცილებლად უნდა გაეცნო.

დღეს მოგიყვებით მთაწმინდა პანორამაზე - საცხოვრებელ პროექტზე, რომელიც თბილისის ისტორილ უბანში - მთაწმინდაზე, ტარიელის ქუჩაზე მდებარეობს.

„მთაწმინდა პანორამა“ 21 ბინას და 4 ომერციულ-საოფისე ფართს აერთიანებს. თითოეული ბინა სივრცისა და ბუნებრივი სინათლის იდეალურ სინთეზს წარმოადგენს.

პროექტის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მისი ადგილმდებარეობაა. ის ზღვის დონიდან 500 მეტრზე მდებარეობს, სადაც 360 გრადუსიან პანორამაში მოქცეულია მთაწმინდის მთა და ძველი თბილისი.

400 მ. რუსთაველის გამზირამდე; 500 მ. ფუნიკულიორის ტრამვაის ქვედა სადგურამდე; 6 წუთის სავალი გზა თავისუფლების მოედნამდე.

„მთაწმინდა პანორამა“ მოიცავს: ლობის, დახურულ აუზს, სავარჯიშო სივრცეს, მიწისქვეშა პარკინგს, კომერციულ და საოფისე ფართებს, გამწვანებულ და კეთილმოწყობილ ეზოს საბავშვო ატრაქციონებით, მოსასვენებელ სივრცეს, უსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტებს - 24 საათიან სამეთვალყურეო კამერებს და დაცვის სამსახურს. კორპუსი უზრუნველყოფილია ჩუმი ჰიდრავლიკური ლიფტით, დომოფონითა და სადარბაზოს ავტომატური განათებით.

„მთაწმინდა პანორამას“ მშენებლობისას მხოლოდ მაღალი ხარისხის, ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალები გამოიყენება: ბედეგის იზობლოკი უმაღლესი ხარისხის ხმის და თბო იზოლაციით; "სეინთ გობეინის" (Saint-Gobain) ფრანგული ენერგო დამზოგავი მინა-პაკეტი; ალუმინის ვიტრაჟული ფანჯრები; და სხვა. „მთაწმინდა პანორამა“ 40%-მდე ენერგოეფექტური შენობაა, რაც კომუნალური ხარჯების მნიშვნელოვნად დაზოგვის შესაძლებლობას იძლევა.

დახვეწილი ექსტერიერის გარდა, კორპუსი სეისმურად მყარ კონსტრუქციულ ნაგებობას წარმოადგენს. ტერიტორიაზე 15 მეტრი სიღრმის ხიმინჯების ჩასხმის სამუშაოები ჩატარდა. ასევე, დასრულებულია საძირკვლის სამუშაოები და პარკინგის სართულის მოწყობა. ამ ეტაპზე პირველი სართულის მშენებლობა მიმდინარეობს.

„მთაწმინდა პანორამა“ - შენი ახალი სახლი მთაწმინდაზე, რომელიც ყველა თანამედროვე სტანდარტსა და მოთხოვნას პასუხობს.

(R)

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო