19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

ჯაბა სამუშიამ ჩინეთის საგარეო ურთიერთობების უნივერსიტეტის დელეგაციას უმასპინძლა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ ჩინეთის საგარეო ურთიერთობების უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტს სუნ ძიშენგს, აზიური კვლევების ინსტიტუტის დირექტორს გუო იანძუნის, საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის და ჩინეთის საელჩოს წარმომადგენლებს უმასპინძლა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, შეხვედრაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ჩინეთის საგარეო ურთიერთობების უნივერსიტეტს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

თსუ-ის რექტორმა სტუმრებს უნივერსიტეტის ისტორია გააცნო, ასევე, ისაუბრა იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სთავაზობს როგორც ქართველ, ისე უცხოელ სტუდენტებს.

„ჩვენც ძალიან დიდი ინტერესი გვაქვს, რომ ის ურთიერთობები, რომელიც ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო ჩვენ ქვეყნებს შორის, კიდევ უფრო გაღრმავდეს. ჩვენი უნივერსიტეტი ხელს უწყობს სინოლოგიის მიმართულების განვითარებას. ჩვენ ვზრდით თაობას, რომელიც დაინტერესებულია ჩინეთის ისტორიის, კულტურისა და ენის შესწავლით. გვსურს, რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს თანამშრომლობა აკადემიური თვალსაზრისით“, - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

თსუ-ის ინფორმაციით, რექტორმა გამოთქვა მზადყოფნა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ჩინეთის საგარეო ურთიერთობების უნივერსიტეტს შორის გაფორმდეს მემორანდუმი, რომელიც ხელს შეუწყობს ერთობლივი სამეცნიერო, საგანმანათლებლო და გაცვლითი პროგრამების განხორციელებას. ჯაბა სამუშიამ ასევე ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტზე, რომლის ფარგლებშიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ჩინეთთან განათლების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების მემორანდუმს მოაწერა ხელი.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წარმომადგენლები თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს სალომე დუნდუას და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ხელმძღვანელს ფიქრია ასანიშვილს შეხვდნენ. ჩინეთის საგარეო ურთიერთობების უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა სუნ ძიშენგმა და დელეგაციის სხვა წარმომადგენლებმა უნივერსიტეტებს შორის სამომავლო პარტნიორობის გაღრმავებაზე, საერთაშორისო ურთიერთობების და პოლიტიკის მეცნიერებების მიმართულებით ერთობლივი სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაზე ისაუბრეს.

„ჩვენი მისიაა, თანამშრომლობა გაღრმავდეს არა მხოლოდ სტუდენტებისთვის, ასევე პროფესორებისთვის და მკვლევრებისთვის, რომლებიც გაცვლითი პროგრამების საშუალებით შეძლებენ გაეცნონ კოლეგების საქმიანობას“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო ურთიერთობების უნივერსიტეტის ვიცე პრეზიდენტმა სუნ ძიშენგმა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის