კურტ ვოლკერი - ევროკავშირში არიან ადამიანები, რომლებიც აცხადებენ, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭება არის სწორედ ის, რაც ვლადიმერ პუტინს სურს

„ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის“ (CEPA) წარმომადგენლის, კურტ ვოლკერის განცხადებით, ევროკავშირში მიმდინარეობს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, საქართველოს კანდიდატის სტატუსი ახლავე მიენიჭოს, თუ მომავალში.

„ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, აცხადებენ, რომ სტატუსის არმინიჭება არის სწორედ ის, რაც ვლადიმერ პუტინს სურს. მას საქართველოს რეგიონის სხვა ქვეყნებისგან განცალკევება სურს და ეს ადამიანები ევროკავშირში ამბობენ, რომ არ სურთ ეს მოხდეს, არ სურთ ვლადიმერ პუტინის სურვილის მხარდაჭერა. ევროკავშირში ადამიანების სხვა ჯგუფი აცხადებს: „ჩვენ მივეცით საქართველოს გარკვეული კრიტერიუმები, მათგან ბევრი შესრულდა, მაგრამ საქართველოს ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი და ამიტომ, უნდა მოვიცადოთ", - განაცხადა ვოლკერმა თბილისში ჟურნალისტებთან საუბარში.

მან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის გამართავს შეხვედრებს, გააკეთებს საკუთარ შეფასებას, გასცემს რეკომენდაციებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

კურტ ვოლკერის შეფასებით, ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს ფუნდამენტური ეროვნული ინტერესია და ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა ქართველი ხალხის, მთავრობისა და ოპოზიციის ერთობლივი ძალისხმევა.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს