გაერო-ს გენერალური მდივანი ახალი შუამავლობის მექანიზმის წინადადებით გამოდის, რომელიც რუსული მარცვლეულის ექსპორტს სანქციების მოხსნის გარეშე დაუშვებს

გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში ახალი შუამავლობის მექანიზმის წინადადებით გამოდის, რომელიც რუსული მარცვლეულის ექსპორტს დაუშვებს, ამ ქვეყნიდან სანქციების მოხსნის გარეშე.

ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებაზე დაყრდნობით, თურქული გამოცემა Milliyet-ი აქვეყნებს.

თურქეთის ლიდერის თქმით, რუსეთი, სულ მცირე, თავის „როსსელხოზბანკზე“ დაწესებული შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნას ითხოვს იმისთვის, რომ ბანკმა თურქულ აგრარულ ბანკში - Ziraat Bankası, SWIFT-ის სისტემის მეშვეობით გადახდების განხორციელება შეძლოს.

კრემლის მეორე მოთხოვნა კი, რუსული გემების დაზღვევის აკრძალვასთან არის დაკავშირებული, რადგან სანქციების გამო, ბრიტანული სადაზღვევო კომპანიები, რომლებიც მსოფლიო ბაზარზე დომინირებენ, ამ გემების დაზღვევაზე უარს ამბობენ.

ერდოღანის მტკიცებით, გაერო-მ თურქეთის მხარდაჭერით ამ საკითხში გარკვეულ პროგრესს მიაღწია.

მისი თქმით, გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში ახალი შუამავლობის მექანიზმის წინადადებით გამოვიდა, რომელსაც SWIFT-თან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტა შეუძლია, მაგრამ არა რუსული ბანკების პირდაპირი ჩართვის მეშვეობით, რასაც კრემლი ითხოვდა. ასევე, გაერო რუსულ პორტებში შემავალი გემების დაზღვევის საკითხზეც მუშაობს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო