ირაკლი ჩიქოვანი - ძალიან დიდი გამოწვევებია და ამის უკან დგას რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც არაფერი აქვს იმის გარდა, რომ რადიკალიზმი შემოიტანოს

ძალიან მნიშვნელოვან პროცესებს გავდივართ ევროპული ინტეგრაციის თვალსაზრისით, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ არის რეალურად ძალიან დიდი გამოწვევები და ამ გამოწვევების უკან დგას რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც არაფერი აქვს გარდა იმისა, რომ დღის წესრიგში რადიკალიზმი შემოიტანოს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე საქართველოს ინტენსიური დღის წესრიგი აქვს. მისივე თქმით, საქართველოს ახლა აქვს ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის ისტორიული შესაძლებლობა.

„ძალიან მნიშვნელოვან პროცესებს გავდივართ ევროპული ინტეგრაციის თვალსაზრისით, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ არის რეალურად ძალიან დიდი გამოწვევები და ამ გამოწვევების უკან დგას რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც არაფერი აქვს გარდა იმისა, რომ დღის წესრიგში რადიკალიზმი შემოიტანოს. ჩვენ ვხედავთ, რომ ხდება პირდაპირი იერიში იმ შესაძლო გადაწყვეტილებაზე, რომელიც რამდენიმე თვეში უნდა იქნეს მიღებული კანდიდატობის სტატუსთან დაკავშირებით. ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ გამიჯნონ კანდიდატის სტატუსი, თითქოს ეს კანდიდატის სტატუსი ეკუთვნის საქართველოს მოქალაქეებს და არა საქართველოს ხელისუფლებას. ეს ადამიანები არიან საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ განწყობილები. მათ არ უნდათ არანაირი სიკეთე, გარდა იმ შემთხვევისა თუ თვითონ არ იქნებიან პოლიტიკურ მმართველობაში.

საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს ევროპული ინტეგრაციის გზაზე სვლას და ასევე გააგრძელებს მცდელობას, რომ შეიძინოს უფრო მეტი პარტნიორი, რათა გააძლიეროს ჩვენი სახელმწიფო და დაიცვას ჩვენი სახელმწიფო ინტერესები“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო