აჭარის უმაღლეს საბჭოში საშემოდგომო სესია გაიხსნა

აჭარის უმაღლეს საბჭოში საშემოდგომო სესია პლენარული სხდომით გაიხსნა, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე უძღვებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

მათივე ცნობით, განცხადებების შემდეგ, უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში შესატანი ცვლილების პროექტი, გამარტივებული წესით - ერთი მოსმენით განხილვისთვის, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - ლადო მგალობლიშვილმა წარმოადგინა.

„რეგლამენტის ცვლილება „მაუწყებლის შესახებ“ საქართველოს კანონის ცვლილებითაა განპირობებული, რომლის თანახმადაც, 2023 წლის 22 ივლისიდან გაუქმდა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭო, შესაბამისად, უფლებამოსილება შეუწყდათ მრჩეველთა საბჭოს წევრებსაც.

გარდა ამისა, ამავე ცვლილებით, აჭარის უმაღლესი საბჭო საქართველოს პარლამენტს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზიისა და რადიოს სამეურვეო საბჭოში ასარჩევად ერთის ნაცვლად - სამ მეურვეობის კანდიდატს წარუდგენს.

რეგლამენტის პროექტი კანონმდებლებმა 13 ხმით მიიღეს, კენჭისყრამდე სხდომათა დარბაზი ოპოზიციის ნაწილმა დატოვა.

კანონმდებლებმა 12 ხმით, გამარტივებული წესით განიხილეს და მიიღეს კანონის პროექტი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომელიც ლადო მგალობლიშვილმა წარმოადგინა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო