ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის ოლქში, ბახმუტის მიმართულებაზე მებრძოლ სამხედროებს შეხვდა

დონეცკის ოლქში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საბრძოლო ბრიგადები მოინახულა, რომლებიც ბახმუტის მიმართულებაზე შეტევით მოქმედებებს აწარმოებენ.

ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე არის განთავსებული.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ზელენსკიმ სამი ბრიგადის დისლოკაციის ადგილი მოინახულა.

„უკრაინის პრეზიდენტი ქვეყნის სახმელეთო ჯარების მეთაურს, ალექსანდრ სირსკის შეხვდა და შექმნილი ოპერატიული მდგომარეობის შესახებ მოხსენებები ჩაიბარა. ასევე, მან ბატალიონების მეთაურებთან პრობლემურ საკითხებზე და ქვედანაყოფების საჭიროებებზე იმსჯელა, კერძოდ, საუბარი საარტილერიო ჭურვებით, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებისთვის რაკეტებით და საევაკუაციო ტრანსპორტით უზრუნველყოფას შეეხო“, - ნათქვამია განცხადებაში.

ვიზიტის ფარგლებში ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის სუვერენიტეტისთვის და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში მამაცობასა და თავდადებისთვის სამხედროები I-III ხარისხის ბოგდან ხმელცნიცკის და II-III ხარისხის კნეინა ოლღას ორდენებით დააჯილდოვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება