ვლადიმერ პუტინი - დასავლელმა კურატორებმა უკრაინის სათავეში ეთნიკური ებრაელი თანამედროვე უკრაინის ანტიადამიანური არსის დასაფარად დააყენეს

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, „დასავლელმა კურატორებმა უკრაინის სათავეში ეთნიკური ებრაელი დააყენეს“, რათა „დაფარონ თანამედროვე უკრაინის ანტიადამიანური არსი“. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

„ეს უკიდურესად ამაზრზენს ხდის სიტუაციას, რომ ეთნიკური ებრაელი იფარავს ნაციზმის ჰეროიზაციას და მათ, ვინც ოდესღაც უკრაინაში ჰოლოკოსტს მეთაურობდა, ეს კი, მილიონნახევარი ადამიანის განადგურებაა. და ეს ყველაზე კარგად ესმით ისრაელის რიგით მოქალაქეებს. ნახეთ, რას ამბობენ ინტერნეტში“, - განაცხადა პუტინმა.

თუმცა, მას არ დაუკონკრეტებია კონკრეტულად რას ამბობენ ისრაელის მოქალაქეები ინტერნეტში.

ცნობისთვის, ივნისში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, თავის „ებრაელ მეგობრებზე“ დაყრდნობით თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „ებრაელი კი არა, ებრაელი ხალხის სირცხვილია“.

მოგვიანებით პუტინის სიტყვებს უკრაინის მთავარი რაბინი მოშე რუვენ აზმანი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის და უკრაინის მთელი ებრაული საზოგადოება ამაყობს და მხარს უჭერს ზელენსკის.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო