ეველინ ფარკასი ჯოზეფ ბორელის საქართველოში ვიზიტზე - ეს იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირი ნერვიულობს

ვფიქრობ, რომ საქართველოში ჯოზეფ ბორელის დაგეგმილი ვიზიტი იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირი ნერვიულობს. ამის შესახებ მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა ეველინ ფარკასმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობას ბევრი დრო არ რჩება, რომ ამ ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 12 პუნქტთან დაკავშირებით ქმედებები განახორციელოს.

“ვფიქრობ, რომ ეს [ბორელის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი] იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირი ნერვიულობს. ბევრი დრო არ არის. ერთი წლის წინ ევროკავშირმა საქართველოს მთავრობას ეს 12 პუნქტი მისცა, რომლებიც უნდა შესრულდეს, რომლებიც ქმედებებს მოითხოვენ... და ეს ქმედებები არ განხორციელებულა და ძალიან ცოტა დრო რჩება წლის ბოლომდე, როდესაც ევროკავშირმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. და ქართველი ხალხი ძალიან მკაფიო იყო ამაზე, მათ მთავრობას ბევრი დრო არ რჩება, რომ ამ 12 პუნქტზე ქმედებები განახორციელონ. და ვფიქრობ, რომ ჯოზეფ ბორელი აქ იმისთვის ჩამოდის, რომ ნათელი გახადოს მთავრობისთვის. იმედი მაქვს, რომ ის ქართველ ხალხსაც ესაუბრება, ვინაიდან, მთავრობა ხალხს წარმოადგენს, მაგრამ ისე ჩანს, რომ მთავრობისგან ენერგიის ნაკლებობა იგრძნობა იმასთან შედარებით, თუ რა ვნახეთ ქუჩებში ხალხისგან”, - განაცხადა ფარკასმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო