რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ჰორიზონტზე მშვიდობის იმედის მომცემი პერსპექტივაც არ ჩანს

ჰორიზონტზე მშვიდობის იმედის მომცემი პერსპექტივა არ ჩანს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ მედიასთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, თურქეთის პოზიცია ნათელია და ისინი იცავენ მშვიდობას.

“უკრაინაში მიმდინარე ომის მიმართ თურქეთის პოზიცია ნათელია. პირველივე დღიდან ჩვენ ყოველთვის ვიცავდით მშვიდობას, დიალოგსა და დიპლომატიას. ბევრს ვმუშაობდით, რათა შემდგომი სისხლის ღვრა აღგვეკვეთა. პრობლემაზე კონცენტრაციისა და ცეცხლში საწვავის დამატების ნაცვლად, ჩვენ ვეცადეთ, რომ ორივე მხარე საერთო პოზიციებზე შეთანხმებულიყო. სამწუხაროდ, ომი, რომელიც წელიწად-ნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა ახლაც გრძელდება. ჰორიზონტზე მშვიდობის იმედის მომცემი პერსპექტივაც არ ჩანს. როგორც თურქეთი, ჩვენ მზად ვართ ჩვენი წვლილი შევასრულოთ, ვინაიდან, დღეისთვის არც ომის გამარჯვებულია, არც მშვიდობით წაგებული”, - განაცხადა ერდოღანმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო