რამაზ საყვარელიძე - მარგველაშვილსაც და ზურაბიშვილსაც აქვს ერთი პრობლემა - „მშობელმა“ მოიყვანა - მათ რომ ჰქონდეთ თავიანთი ხმებით მიღებული თანამდებობები, არ იქნებოდა მთავრობასთან სირთულეები

„ქართული ოცნება“ იმავე შეცდომას უშვებს, რაც ავადსახსენებელ „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონთან დაკავშირებით დაუშვა , - ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკის სივრცეში“ „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებაზე საუბრისას განაცხადა.

რამაზ საყვარელიძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ იმპიჩმენტის პროცედურა არ უნდა დაეწყო და რიტორიკის დონეზე უნდა გაეგრძელებინა პრეზიდენტთან კამათი.

„მარგველაშვილსაც და ზურაბიშვილსაც, ორივეს აქვს ერთი პრობლემა - „მშობელმა“ მოიყვანა და ეს ვერ უპატიებია. ეჩხუბება იმ „მშობელს“. ამათაც არ შეუძლიათ პატიება, რომ მოიტანეს და დასვეს და ეჩხუბებიან. მათ რომ ჰქონდეთ თავიანთი ხმებით მიღებული ეს თანამდებობები, არ იქნებოდა ეს სირთულეები, იპოვიდნენ საერთო ენას, მაგრამ ახლა ჭიდაობაა და თვითგანმტკიცებაზეა მიმართული მთელი ეს ორომტრიალი.

მე მაგალითად მიმაჩნია, რომ „ქართული ოცნება“ იმავე შეცდომას უშვებს, რაც იმ ავადსახსენებელ უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონთან დაკავშირებით დაუშვა. შეეძლო გაეტარებინა, რიტორიკის დონეზე გაეგრძელებინა კამათი, როგორც კამათობს ოპოზიციასთან და მსვლელობა არ მიეცა იმიტომ, რომ საკითხის ასე დაყენება უკვე სამართლებრივი დევნაა. უკვე მივიღეთ შედეგი, რომ პრეზიდენტს სამართლებრივი დევნა გამოუცხადა „ქართულმა ოცნებამ“ იმიტომ, რომ პრეზიდენტი ევროპისკენ იყურება“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო