მიხაილო პოდოლიაკი უკრაინის პრეზიდენტის ებრაული წარმოშობის შესახებ ვლადიმერ პუტინის განცხადებაზე - რუსეთის პრეზიდენტი რეალობისგან იზოლირებულ ხელოვნურ ბუშტში ცხოვრობს, მასთან მოლაპარაკება შეუძლებელია

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ანტისემიტური განცხადებებით საკუთარი არაადეკვატურობის გამართლებას ცდილობს.

"ადამიანი, რომელიც არ იყენებს ტელეფონებს ან კომპიუტერს, მოუწოდებს დაათვალიეროს რას წერენ "ებრაელები ინტერნეტში პრეზიდენტ ზელენსკის შესახებ". კიდევ ერთხელ, ადამიანი, რომელიც მიზანმიმართულად გასცემს ბრძანებას, დაესხას სხვა ქვეყანას რაკეტებით, მასობრივად მოკლას, გააუპატიუროს, გაიტაცეს ბავშვები და გაანადგუროს ქალაქები და სოფლები, თავის შინაგან არაადეკვატურობას ახალ გამართლებას აძლევს", - აცხადებს პოდოლიაკი.

მისი თქმით, პუტინი ცინიკურად ცდილობს, ჰოლოკოსტის ისტორიული თემა თანამედროვე რუსი ნაცისტების გასამართლებლად გამოიყენოს.

"ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ცხოვრობს საკუთარ სამყაროში, რეალობისგან იზოლირებულ ხელოვნურ ბუშტში. ეს ნიშნავს, რომ ის სრულიად ქმედუუნაროა და მასთან მოლაპარაკება შეუძლებელია. პუტინი არ არის რაციონალური აქტორი, რომელიც იმსახურებს ინვესტირებას გრძელვადიან პარტნიორობაში: ეს გასაგები უნდა იყოს აქტორებისთვის მსოფლიოს ყველა კუთხეში. დიახ, ახლო აღმოსავლეთმაც უნდა მოიშოროს თავისი ილუზიები და საბოლოოდ გააცნობიეროს, რომ ფაშიზმის რეანიმირება რუსულ შეფუთვაში მოხდა", - წერს პოდოლიაკი სოციალურ ქსელში.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, „დასავლელმა კურატორებმა უკრაინის სათავეში ეთნიკური ებრაელი დააყენეს“, რათა „დაფარონ თანამედროვე უკრაინის ანტიადამიანური არსი“.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო