თეთრი სახლი - რუსეთისთვის იარაღის მიწოდება ჩრდილოეთ კორეაზე კარგად არ აისახება, ამისთვის ფასის გადახდა მოუწევთ

თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეას საერთაშორისო საზოგადოებაში "ფასის გადახდა" მოუწევს, თუ ქვეყანა რუსეთისთვის იარაღის მიწოდებას გადაწყვეტს.

”რუსეთისთვის იარაღის მიწოდება ბრძოლის ველზე გამოსაყენებლად, მარცვლეულის შესანახ სილოსებსა და დიდი ქალაქების გათბობის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის მიზნით, იმ ტერიტორიების დაპყრობის მცდელობისთვის, რომელიც სუვერენულ სახელმწიფოს ეკუთვნის, კარგად არ აისახება ჩრდილოეთ კორეაზე და მათ ამისთვის საერთაშორისო საზოგადოებაში ფასის გადახდა მოუწევთ", - აღნიშნა სალივანმა.

შეგახსენებთ, მედიის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი, შესაძლოა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად რუსეთში ჩავიდეს. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტები ჩრდილოეთ კორეის მხრიდან რუსეთისთვის იარაღის მიწოდების და სამხედრო თანამშრომლობის სხვა საკითხებს განიხილავენ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო