კოკა კაციტაძემ სომხეთის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარეს უმასპინძლა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ, სომხეთის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარეს არგიშთი კიარამიანს და მის მოადგილეს არსენ აივაზიანს უმასპინძლა.

ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, საქართველოში, სომხეთის რესპუბლიკის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის მიზანს სხვადასხვა საგამოძიებო მიმართულებით ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება და სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერება წარმოადგენდა.

„შეხვედრაზე კოკა კაციტაძემ, სტუმრებს სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, ფუნქციები და ის რეფორმები გააცნო, რომელიც სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამჭვირვალე გამოძიების სტანდარტების დასამკვიდრებლად გაატარა.

ასევე, ყურადღება გამახვილდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მსხვერპლთა უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად შემუშავებულ ინიციატივებსა და განხორციელებულ ცვლილებებზე, მათ შორის, მოქალაქეებისთვის საქმის მასალებთან წვდომის შესაძლებლობის მიცემაზე, დაცვის სპეციალური ღონისძიებების დანერგვასა და ერთიანი საგამოძიებო პოლიტიკის შემუშავებაზე.

სამსახურის უფროსმა მოადგილეებთან - გიორგი კვარაცხელიასთან და ნათია სონღულაშვილთან ერთად, სომხეთის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის დელეგაციის წევრებს ქალაქ ქუთაისში, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ოფისში უმასპინძლა.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ერთმანეთს საგამოძიებო მიმართულებით თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს და ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავების შესაძლებლობის გზებზე ისაუბრეს.

შეხვედრას, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები, სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშოტ სმბატიანი და გენერალური კონსული ნარინე მატოსიანი ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო