ბაზისბანკის ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის ტრანზაქციამ ADB-ის წლის საუკეთესო მწვანე გარიგების ჯილდო მიიღო

ბაზისბანკმა აზიის განვითარების ბანკის (ADB) საუკეთესო მწვანე გარიგების ჯილდო მიიღო. ჯილდო ბანკის წარმომადგენლებს 2023 წლის 5 სექტემბერს სინგაპურში გამართულ ყოველწლიურ დაჯილდოების ცერემონიალზე გადაეცათ.

ჯილდო უშუალოდ ეხებოდა ბაზისბანკის მიერ დადებულ ვაჭრობის დაფინანსების ტრანზაქციას, რომელიც განხორციელდა ADB-ს ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში და სპეციალურად მოიცავდა კომპონენტებს გარემოს დაცვის მდგრადობის უზრუნველყოფისათვის.

ბაზისბანკმა აღნიშნული აღიარება მიიღო კლიენტების მხარდაჭერისათვის კლიმატის ცვლილების შემცირებისა და მდგრადი ეკონომიკის განვითარების მიმართულებით. ამ მიდგომას ხელშესახები დადებითი გავლენა აქვს კლიმატის ცვლილებაზე და მოაქვს დამატებითი ღირებულება ბიზნესისათვის.

„მოხარული ვართ, რომ მივიღეთ ADB-ის TFP-ის წლის საუკეთესო მწვანე გარიგების ჯილდო, რადგან ეს ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა და ნათლად ასახავს ჩვენი გუნდის მიერ გაწეულ ძალისხმევას კლიმატის ცვლილებების მართვის, გარემოს დაცვის მდგრადობის უზრუნველყოფისა და ქვეყნებს შორის ვაჭრობის მიმართულებებით. გვინდა მადლობა გადავუხადოთ ADB-ს აღიარებისათვის და ჩვენი გუნდის მხარდაჭერისათვის წლების მანძილზე. ჩვენ მუდმივად ვიღრმავებთ ცოდნასა და გამოცდილებას, ასევე ვამყარებთ პარტნიორობას წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებთან,, რათა დავეხმაროთ ჩვენს კლიენტებს კლიმატის ცვლილების რისკების შესამცირებლად პრაქტიკული და მასშტაბური გადაწყვეტილებების მიღებაში და გავზარდოთ კლიმატის ცვლილების შემცირებაზე ორინეტირებული ბიზნესების დაფინანსება“, - განაცხადა ბაზისბანკის გენერალურმა დირექტორმა დავით ცაავამ.

(R)

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო