დავით ხაჯიშვილი - დიდი ხანია ვთხოვთ პრეზიდენტს და მოვითხოვთ, რომ სააკაშვილი შეიწყალოს და მგონი, რომ ეს ასე უნდა მოხდეს, თუმცა, იმპიჩმენტის საკითხს მასთან „სავაჭროდ“ არ გამოვიყენებთ

დიდი ხანია ვთხოვთ პრეზიდენტს და მოვითხოვთ, რომ სააკაშვილი შეიწყალოს და მგონი, რომ ეს ასე უნდა მოხდეს, თუმცა, იმპიჩმენტის საკითხს მასთან „სავაჭროდ“ არ გამოვიყენებთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა დავით ხაჯიშვილმა განაცხადა.

ამასთან, ხაჯიშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ იმპიჩმენტის საკითხს შოვის ტრაგედიის გადასაფარად იყენებს. მისი თქმით, არ იზიარებს ბრალდებებს, რომ ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია.

„ქართულმა ოცნებამ“ იმპიჩმენტის პროცესი მწვავე საკითხების და პირველ რიგში შოვის ტრაგედიის და მასთან დაკავშირებით ჩადენილი დანაშაულებების გადაფარვისთვის წამოიწყო. „ქართულ ოცნებას" არ აქვს რესურსი, რომ საკითხი ბოლომდე მიიყვანოს, ისინი ვერ შეაგროვებენ საკმარის ხმებს. ჩვენ არ ვერევით ამ ბოდვაში და მონაწილეობას საერთოდ არ მივიღებთ.

ჩემი აზრით, კონსტიტუცია არ არის დარღვეული, რადგან პრეზიდენტი ყველაფერს აკეთებს და ყველას შეფასება დადებითია, ვისაც სურს ქვეყანამ სტატუსი მიიღოს. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას, ჩვენ დიდი ხანია ვთხოვთ ქალბატონ პრეზიდენტს, მოვითხოვთ, რომ მიხეილ სააკაშვილი იქნას შეწყალებული და მგონი, რომ ეს ასე უნდა მოხდეს, თუმცა, ჩვენ იმპიჩმენტის საკითხს არ გამოვიყენებთ „სავაჭროდ" მასთან, რომ მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლოს,"- განაცხადა ხაჯიშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო