შალვა ხაჭაპურიძე - სააკაშვილი მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე პატიმარია - სიტუაცია არ უმჯობესდება, პირიქით, უარესდება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, სიტუაცია კი გაუმჯობესების ნაცვლად უარესდება.

როგორც ხაჭაპურიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, სააკაშვილი „მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე პატიმარია“.

„სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულად არის, მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე პატიმარია. სიტუაცია არ უმჯობესდება, პირიქით, უარესდება. არის ასეთი ცუდი მდგომარეობა.

[სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფი] მუშაობს, [ვიზიტებს] განაახლებენ ახლა, წესით უნდა მოინახულონ უშუალოდ პატიმარი და ვნახოთ“,- აცხადებს ხაჭაპურიძე.

რაც შეეხება პოლონელი ექიმების ჯგუფს, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად კლინიკა „ვივამედში“ მოინახულა, შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ შესაძლოა მათი დასკვნა საჯარო არ იყოს.

„შესაძლოა, საჯარო არ იყოს დასკვნა. [მათი შედეგი] როდის გახდება ცნობილი, ჯერჯერობით არ ვიცი“, - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო