საფრანგეთის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს პუტინისთვის წინააღმდეგობის გაწევაში უნდა დაეხმაროს, რაც ორგანიზაციაში მათი შესვლის პერსპექტივების შესახებ მკაფიო სიგნალში უნდა აისახოს

საფრანგეთის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრის, ლოურენს ბუნის განცხადებით, ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისთვის წინააღმდეგობის გაწევაში უნდა დაეხმაროს, რაც ორგანიზაციაში მათი შესვლის პერსპექტივების შესახებ მკაფიო სიგნალში უნდა აისახოს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

მისი თქმით, ევროკავშირი გაფართოების პოტენციური ტალღისთვის ემზადება, რაც უახლოეს მომავალში ორგანიზაციაში რვამდე ახალი წევრის გაჩენას გამოიწვევს, უკრაინასა და ბალკანეთის 6 ქვეყნის ჩათვლით.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ კანდიდატ ქვეყნებში ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება, რაც პრობლემას წარმოადგენს. მისი თქმით, პუტინს, ტერიტორიული ამბიციების დაკმაყოფილების გარდა, ევროკავშირის დასუსტება სურს.

„ეს ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ და ვებრძოლოთ მას", - განაცხადა ბუნმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო