ჩინეთის ელჩი - ჩინეთი და საქართველო დამოუკიდებელი ქვეყნებია, ჩვენ გვაქვს უფლება თავად ავირჩიოთ პარტნიორები

ჩინეთი და საქართველო დამოუკიდებელი ქვეყნებია, ჩვენ გვაქვს უფლება თავად ავირჩიოთ ჩვენი პარტნიორები, ის თუ ვინ იქნება ჩვენ სტრატეგიული პარტნიორი, - ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ჭოუ ციენმა განაცხადა.

ელჩმა აღნიშნული განცხადებით ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას უპასუხა, რომელიც საქართველოსა და ჩინეთს შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ აშშ-ს რეაქციას ეხებოდა.

ელჩის განცხადებით, ჩინეთს სტრატეგიული პარტნიორობა ევროკავშირთანაც აკავშირებს.

„ყურადღებას გავამახვილებდი იმაზე, რომ ჩინეთის და ევროკავშირს საკმაოდ ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ. ჩემი აზრით, ჩინეთისა და ევროკავშირის გარეშე „დერეფანი“ წარმატებული ვერ იქნება. რატომ? - იმიტომ, რომ „შუა დერეფნისთვის“ ჩინეთისა და ევროკავშირის ლოჯისტიკური კავშირი უმნიშვნელოვანესია - ჩინური პროდუქტები ამ გზით სამომხმარებლო ბაზრებზე ხვდება. შესაბამისად, ევროკავშირისა და ჩინეთის გარეშე „შუა დერეფანს“ წარმატება ვერ ექნება. ჩემი ინფორმაციით, ევროკავშირი „შუა დერეფნის“ მიმართ პოზიტიურადაა განწყობილი. ამრიგად, ეს ჩინეთისა და ევროკავშირის თანამშრომლობისთვის მნიშვნელოვანი პლატფორმაა. შესაბამისად, ევროკავშირის მხრიდან ამ მხრივ პრობლემა არ არსებობს“, - განაცხადა ჭოუ ციენმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო