სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტუდენტებისთვის სწავლის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება

თბილისის მერია სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, 6 სექტემბრიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღებას იწყებს.

დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე სტუდენტებს მიმართა, შესაბამისი დოკუმენტაცია თბილისის მერიაში დროულად წარადგინონ.

„მინდა, მივმართო სტუდენტებს, ვინც ხვდებით აღნიშნულ პროგრამაში, იაქტიურეთ. დაფინანსების მისაღებად, თბილისის მერიაში სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ შესაბამისი დოკუმენტაცია 30 ნოემბრის ჩათვლით. განცხადების შეტანა, ასევე, შესაძლებელია თბილისის რაიონული გამგეობების სერვისცენტრებში ან ელექტრონულ პლატფორმაზე www.ms.gov.ge. საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალი და სხვა დეტალური ინფორმაცია თბილისის მერიის ვებგვერდზე განთავსდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დაფინანსების წესთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაცია იხილეთ: https://tbilisi.gov.ge/news/15067.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო