არჩილ თალაკვაძე - მილიონობით დოლარია გადახდილი, რათა დასავლეთში ეგონოთ, რომ საქართველო ევროპულ ორბიტას დაშორდა

როცა ასეთი მოწოდებები კეთდება, ამაზე პასუხია, რომ ჩვენ და ჩვენი საზოგადოება ევროპული მომავლის გარშემო ვართ გაერთიანებული - მილიონობით დოლარია გადახდილი, რათა დასავლეთში ეგონოთ, რომ საქართველო ევროპულ ორბიტას დაშორდა,- ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის განცხადებას.

მისი თქმით, ევროპული მომავლის გარშემო საკუთარ საზოგადოებასთან ოპოზიცია ვერ ერთიანდება.

„მე მინდა ვუპასუხო ამ განცხადებას. სინამდვილეში საქართველოს ევროპული მომავლის გარშემო ჩვენ და ჩვენი საზოგადოება ვართ გაერთიანებული, ვინც ამ ყველაფრის წინააღმდეგ რჩება და ამის გარეთ მუშაობს, ამის წინააღმდეგ, ეს არის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც არ ჩაერთო სამუშაო პროცესში, დადის ევროპაში და ლობირებს, რომ ქვეყანამ არ მიიღოს სტატუსი და როგორც გავიგეთ „ფარას“ რეგულაციების თანახმად, მილიონობით დოლარია გადახდილი, რომ საქართველოს იმიჯი დაზიანდეს, დასავლეთში ეგონოთ, რომ საქართველო ევროპულ ორბიტას დაშორდა და ევროპულ სულისკვეთებას აღარ ეთანხმება. როცა ასეთი მოწოდებები კეთდება, ამაზე პასუხია, რომ ჩვენ და ჩვენი საზოგადოება ევროპული მომავლის გარშემო ვართ გაერთიანებული. ვინც ვერ ერთიანდება საკუთარ საზოგადოებასთან ამ იდეის გარშემო, ეს რადიკალური ოპოზიციაა, რომელიც აღარც სიტყვით მალავს, რომ ევროპული ინტეგრაციის წინააღმდეგაა“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ინფორმაციისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ვედანტ პატელის განაცხადებით, ნათლად ხედავენ, რომ ქართველი ხალხი საკუთარ თავს ევროპასთან ერთად ხედავს. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მოუწოდებს, მთავრობას და ყველა მხარეს, იმუშაონ საჭირო რეფორმების განხორციელებისთვის, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღწევად.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო