შინაგან საქმეთა მინისტრმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალ ხელმძღვანელთან, დიმიტრიოს კარაბალისთან გაცნობითი სახის შეხვედრა გამართა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვახტანგ გომელაურმა დიმიტრიოს კარაბალისს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

„შინაგან საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ევროკავშირის მონიტორინგის მისიის საქმიანობის განსაკუთრებულ როლზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ერთადერთ ქმედით საერთაშორისო მექანიზმს წარმოადგენს. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები მოქალაქეების უკანონო დაკავებების საკითხი განიხილეს.

ვახტანგ გომელაურმა ხაზი გაუსვა საქართველოში რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესის ფონზე ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე შეთანხმდნენ,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო