ჩინეთის ელჩი - ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ეს ორ მთავრობას შორის წარსულში გაფორმებულ არაერთ დოკუმენტშია აღნიშნული, - ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა, ჭოუ ციენმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, თუ რატომ არ არის მკაფიო ჩანაწერი ჩინეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარების შესახებ ორ ქვეყანას შორის ახლად გაფორმებულ სტრატეგიული თანამშრომლობის დოკუმენტში.

„ვფიქრობ, ეს გამიზნულად შეცდომაში შეყვანის მცდელობა. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ეს ორ მთავრობას შორის წარსულში გაფორმებულ არაერთ დოკუმენტშია აღნიშნული. აქვე ყურადღებას გავამახვილებდი იმაზე, თუ რატომ უჭერს მხარს საქართველო „გლობალური უსაფრთხოების ინიციატივის“. აღნიშნული იმიტომ ხდება, რომ ინიციატივის უმნიშვნელოვანესი ნაწილი გაეროს წესდების პატივისცემაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩინეთი პატივს სცემს ყველა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. სწორედ ამიტომაა საქართველო „გლობალური უსაფრთხოების ინიციატივის“ წევრი. შესაბამისად, იმაზე საუბარი რომ იქ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მოხსენიებული არაა, გამიზნულად შეცდომაში შეყვანაა“, - განაცხადა ჭოუ ციენმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო