გიორგი ვაშაძე - ღიად ვამბობ, კრის სოჩასთან სანქციებზეც გვქონდა საუბარი, მეტს ვერ გეტყვით ამ საკითხზე, ყველაფერი დამოკიდებულია ფაქტებზე

ღიად ვამბობ, კრის სოჩასთან სანქციებზეც გვქონდა საუბარი. მეტს ვერ გეტყვით ამ საკითხზე, ყველაფერი დამოკიდებულია ფაქტებზე, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მრჩეველ კრის სოჩასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

კრის სოჩას გიორგი ვაშაძე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილთან და ამავე პარტიის წევრ თინა ბოკუჩავასთან ერთად შეხვდა. ვაშაძის თქმით, კრის სოჩა არის ადამიანი, რომელიც საქართველოში მიმდინარე მოვლენებს თვალს ძალიან აქტიურად ადევნებს და მის სიტყვას და პოზიციებს აშშ-ში დიდი გავლენა აქვს.

„ამერიკა, რა თქმა უნდა, მხარს უჭერს ქართველ ხალხს და სტრატეგიული პარტნიორობა ვერაფრით გაქარწყლდება, რაც არ უნდა რაიმე დოკუმენტებს ხელს აწერდეს „ქოცობა" ჩინეთთან თუ სხვასთან. ეს იყო დახურული შეხვედრა, ყველაფერზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ღიად გეუბნებით, კონკრეტულ ქმედით ნაბიჯებს უნდა ველოდოთ ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში. აშშ-თვის, ის უზარმაზარი ინვესტიცია, რაც ჩადებულია საქართველოს ფეხზე დაყენებაში, ასობით მილიარდი დოლარი ამერიკელი გადამხდელების ფული, რომ ელემენტარულად გვქონდეს გზა, ინსტიტუციების, იუსტიციის სახლი თუ ნებისმიერი სხვა პროექტი, ეს ასე ვერ გადაიყრება, რაც არ უნდა პრორუსული იყოს ხელისუფლება საქართველოში. ამიტომ, სრული მხარდაჭერა ექნება ყველა მედასავლეთეს და აუცილებლად გამოაშკარავდება უფრო ღიად, ვინ მუშაობს რუსული ინტერესების გასატარებლად“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, ოქტომბერში აშშ-ში შეხვედრებს გამართავენ.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს