დანიის პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით უკრაინას ეწვია

უკრაინაში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით დანიის პრემიერ-მინისტრი, მეტე ფრედერიქსენი ჩავიდა.

უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ეს მისი მესამე ვიზიტია.

უკრაინული მედიის ცნობით, კიევში ჩასვლამდე დანიის პრემიერი ბუჩაში მდებარე ეკლესიას ესტუმრა, სადაც ქალაქის ოკუპაციის დროს რუსი ჯარისკაცების მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების ფოტოგამოფენა არის მოწყობილი.

შემდეგ პრემიერი უკრაინის უმაღლეს რადას ეწვია, სადაც დეპუტატებს სიტყვით მიმართა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ მეტე ფრედერიქსენი უკრაინაში ენტონი ბლინკენსაც შეხვდა.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, მეთიუ მილერის განცხადებით, სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა „კიევში მგზავრობისას“ დანიის პრემიერ-მინისტრთან ორმხრივი მოლაპარაკებები გამართა, მათ შორის უკრაინის მხარდაჭერის საკითხზეც, თუმცა მილერს არ დაუკონკრეტებია, ერთი მატარებლით ჩავიდნენ ისინი უკრაინაში თუ არა.

„სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა უკრაინის ომის საკითხი განიხილეს და ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისთვის აშშ-სა და დანიის კავშირის მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს. შეერთებულ შტატებს და დანიას ხანგრძლივი მჭიდრო პარტნიორობა აკავშირებთ, რომელიც საერთო დემოკრატიულ ფასეულობებზე არის დაფუძნებული", - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

ასევე, ენტონი ბლინკენმა კოპენჰაგენს „უკრაინელი პილოტების F-16-ის თვითმფრინავებზე სწავლების კოალიციაში ლიდერობისთვის და ამ თვითმფრინავების უკრაინისთვის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებისთვის“ მადლობა გადაუხადა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის