გორის მუნიციპალიტეტის მერია ახალგაზრდებისთვის ფოტოგრაფიის კურსს დააფინანსებს

გორის მუნიციპალიტეტის მერია ახალგაზრდებისთვის ფოტოგრაფიის კურსს დააფინანსებს. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პროექტის მონაწილეებად შეირჩევიან გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 14-21 წლის ახალგაზრდები.

„კურსი ორთვიანია და მოიცავს ფოტოგრაფიის საფუძვლებს:

• ფოტოგრაფიის შესავლებს

• კამერის ტიპებს

• ექსპოციზიას

• კომპოზიციას

• პეიზაჟის, არქიტექტურის და ლანდშაფტის ფოტოგრაფიას

• დოკუმენტურ ფოტოგრაფიას • ქართული ფოტოგრაფიის ისტორიას

• ფოტოს დამუშავების პროგრამებს კომპიუტერისთვის და მობილურისთვის

• მობილურ ფოტოგრაფიას

• პორტრეტს

• ივენთ ფოტოგრაფიას

• რეპროდუქციას

• ფერების ფსიქოლოგიას

• კონცეპტუალურ ფოტოგრაფიას კურსის ბოლოს მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

ფოტოგრაფიის კურსი პროექტ “ART HOUSE 2023-ის” ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურული ღონისძიებების პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამით ხორციელდება. პროექტის ინიციატორი და განმხორციელებელი გორის ფოტოგრაფთა კლუბია.

ფოტოგრაფიის კურსზე რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო