თეონა აქუბარდია - პრეზიდენტი გაპარულია ევროკავშირის ქვეყნებში, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ არ გაუშვა, როგორ უნდა ირწმუნოს დასავლეთმა, რომ ხელისუფლებას ნამდვილად უნდა ევროპული მომავალი? - ვფიქრობ, ბორელის განცხადებები მკაცრი იქნება

ვფიქრობ, ჯოზეფ ბორელის განცხადებები ახლა მკაცრი იქნება, როგორც რეკომენდაციებთან მიმართებაში, ასევე იმ პროცესებზე, რაც ქვეყანაშია, - ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისივე თქმით, გაერთიანების ნაცვლად, „ქართული ოცნება“ მის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტის წინააღმდეგ იწყებს იმპიჩმენტს იმის გამო, რომ ის ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებში წავიდა.

„პრეზიდენტი, რომელიც გერმანიის და საფრანგეთის პრეზიდენტს, ასევე, შარლ მიშელს ხვდება, ფაქტობრივად გაპარულია. ის მოსკოვში ხომ არ გაიპარა? - გაპარულია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ არ გაუშვა. რანაირად უნდა ირწმუნოს დასავლეთმა, რომ ნამდვილად უნდა „ქართულ ოცნებას“ ქვეყნის ევროპული მომავალი?

ამ ვითარებაში 12 რეკომენდაცია არასრულფასოვნად არის შესრულებული, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის თანხვედრა 44%-დან 31%-მდე ჩამოვიდა, პრეზიდენტს აგერ იმპიჩმენტით ემუქრებიან, რათა ევროკავშირის დედაქალაქებში ლობირებს ქვეყნის ევროპულ მომავალს. ეს რანაირი შესაძლებლობის გამოყენებაა?!

კიდევ ერთხელ გვეუბნებიან, რომ ყველა უნდა გაერთიანდეს. გაერთიანების ნაცვლად, „ქართული ოცნება“ საკუთარ ინიცირებულ, მხარდაჭერილ პრეზიდენტსაც კი უწყებს იმპიჩმენტს იმის გამო, რომ ის ევროკავშირის დედაქალაქებში წავიდა. ჩვენ გვახსოვს ბორელის განცხადებები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ბრიუსელიდან. მისი განცხადებები უფრო რბილი იყო, ვიდრე სხვა ოფიციალური პირების, მაგრამ ვფიქრობ, რომ მისი განცხადებები ახლა მკაცრი იქნება, როგორც რეკომენდაციებთან მიმართებაში, ასევე იმ პროცესებზე, რაც არის.

ბორელთან შეხვედრაზე „რეფორმების“ ჯგუფიდან ხათუნა სამნიძე იქნება. ჩვენი პოზიციაა, რომ საქართველოსთვის როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია დასავლეთის გვერდში დგომა და კანდიდატის სტატუსის მინიჭება. რუსეთის გავლენის ზრდა საქართველოში სახეზეა, ამას „ქართული ოცნება“ ხელს უწყობს. ამიტომ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს იმედგაცრუებაში არ გადაიზარდოს და საქართველო საბოლოო ჯამში არ დაუბრუნდეს იმ რუსულ წარსულს, რომლისგანაც ბევრი მძიმე ფასის შედეგად გამოვედით“, - აღნიშნა აქუბარდიამ.

ცნობისთვის, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი საქართველოს 7 სექტემბერს ეწვევა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო