ბაჩო დოლიძე - მიხეილ სააკაშვილის გზავნილი ძალიან მკაფიო იყო მენეჯმენტის მიმართულებით, ვინ როგორ გაიგო, ეს უკვე მათი საქმეა - თუ საერთო ენა ვერ გამოვნახე პარტიასთან, არ ვაპირებ მუდმივ პაექრობაში ყოფნას

დაუფარავად გეუბნებით, იმ შემთხვევაში თუ საერთო ენა ვერ გამოვნახე ჩემს პარტიასთან, არ ვაპირებ მუდმივ პაექრობაში ყოფნას. რა თქმა უნდა, ვიფიქრებ იმაზე, რა შეიძლება გავაკეთო, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ წერილზე საუბრისას განაცხადა.

ბაჩო დოლიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის წერილი ორი ძირითადი ხაზისგან შედგებოდა, მათგან ერთი, დღევანდელ მენეჯმენტს მიემართება, რომელთაც პარტიაში განსხვავებული აზრისადმი მიუღებლობა აქვთ.

„მე დავეთანხმები იმ პათოსს, სადაც საუბარია, რომ დებატები და განსხვავებული აზრი უნდა არსებობდეს პარტიაში. არ შეიძლება შენს თანამებრძოლებს სუს-ის აგენტებს ეძახდე იმის გამო, რომ განსხვავებულ პოზიციაზე არიან. შესაბამისად, ეს გზავნილი ძალიან მკაფიო იყო მენეჯმენტის მიმართულებით, ვინ როგორ გაიგო, ეს უკვე მათი საქმეა. მე ფიქრობ, რომ ცხადზე ცხადი იყო ამ თვალსაზრისით ქვეყნის მესამე პრეზიდენტის პოზიცია. ვის აქვს დღეს პარტიაში მიუღებლობა განსხვავებული აზრის მიმართ, ეს მე მგონი ცხადზე ცხადია. ამდენი თვის განმავლობაში აბსოლუტურად ყველა კარია დაკეტილი ყველა ადამიანისთვის, ვისაც განსხვავებული აზრი პოზიცია აქვს.

ამ წერილში არის ორი ძირითადი ხაზი, ერთი არის ის, რაზეც უკვე ვისაუბრე და რაც შეეხება იმას, თუ დღეს პარტიას დატოვებს გარკვეულ ადამიანთა ჯგუფი, ისინი განიცდიან ფიასკოს, მე ასე მგონია, რომ ეს დამოკიდებულია ძალიან ბევრ ფაქტორზე. იმ შემთხვევაში, თუკი საერთო ენა ვერ გამოვნახე საკუთარ პარტიასთან, ასევე იმ ადამიანებმა, ვინც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არიან ამ პარტიაში და ბევრი სირთულე გამოიარეს, თუ ჩვენ ვაწყდებით კედელს და გამოსავალი არ არის, რა თქმა უნდა, ალტერნატივა არის ის, რომ გავაგრძელებთ პოლიტიკურ ცხოვრებას, რა კონფიგურაციით და როგორ, ეს უკვე მომავლის საქმეა. რა რეზულტატს დავდებთ ესეც ჩვენზეა დამოკიდებული“, - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

ბაჩო დოლიძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილებას მიიღებს, არ აქვს იმის შიში, რომ ფიასკოს განიცდის.

„მე საერთოდ არ მაქვს იმის შიში, რომ შეიძლება ფიასკო განვიცადო. აბსოლუტურად კარგად ვაცნობიერებ თუ რა პოლიტიკური ამინდია ქვეყანაში და რაზეა დაკვეთა ჩვენი მოსახლეობის მხრიდან“, - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით