ენტონი ბლინკენი - უკრაინის გვერდით დგომას ვაგრძელებთ და 1 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის ახალი დახმარების შესახებ ვაცხადებთ

აშშ უკრაინას 1 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარებას გადასცემს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კიევში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“უკრაინის გვერდით დგომას ვაგრძელებთ, და დღეს ამ საერთო ძალისხმევებისთვის 1 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის ახალი დახმარების შესახებ ვაცხადებთ. აქ შედის 665.5 მილიონი უსაფრთხოების სფეროში ახალი სამხედრო და სამოქალაქო დახმარება. ჯამურად, რუსული სამხედრო აგრესიის დასაწყისიდან ჩვენ 43 მილიარდ დოლარზე მეტი გამოვყავით უსაფრთხოების სფეროში დახმარებაზე”, - განაცხადა ბლინკენმა.

მან აღნიშნა, რომ ზუსტად ერთი წლის წინ უკრაინაში მისი ბოლო ვიზიტიდან უკრაინულმა ძალებმა რუსების მიერ 2022 წლის თებერვლიდან დაპყრობილი ტერიტორიების 50% დაიბრუნეს.

“მიმდინარე კონტრშეტევაში ბოლო რამდენიმე კვირაში პროგრესი დაჩქარდა. ეს ახალი პაკეტი დაეხმარება მას და დამეტებით იმპულსს მისცემს”, - აღნიშნა ბლინკენმა.

მისი თქმით, ახალი დახმარებიდან 175 მილიონი დოლარი უკრაინის საჰაერო თავდაცვის დახმარებისკენ მიემართება, “რაც უკიდურესი საჭიროებაა.” ასევე, 100 მილიონი დოლარი უკრაინის გრძელვადიანი სამხედრო საჭიროებების მხარდაჭერისკენ იქნება მიმართული და 300 მილიონი დოლარი - გათავისუფლებულ ტერიტორიებზე სამართალდამცავი ორგენოების მიერ მართლწესრიგის აღდგენასა და შენარჩუნების ძალისხმევების მხარდაჭერაზე. “უსაფრთხოების სფეროში ახალი დაფინანსება, რომლის შესახებაც დღეს ვაცხადებთ, ასევე გამაგრებული იქნება ამ შემოდგომაზე ამერიკული Abrams ტანკების ჩამოსვლითა და შეერთებულ შტატებში F-16-ებზე უკრაინელი პილოტების გაწვრთნით, რაც შეავსებს წვრთნას, რომელიც უკვე ტარდება ევროპაში”, - განაცხადა ბლინკენმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო