უკრაინის გენშტაბი - თავდაცვის ძალებს ბახმუტის სამხრეთით ნაწილობრივი წარმატება აქვთ

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუსეთის საოკუპაციო ძალებს შორის, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 39 საბრძოლო შეტაკება მოხდა, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

„თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციის ჩატარებას მელიტოპოლის მიმართულებით, ანადგურებენ მტერს და ეტაპობრივად ათავისუფლებენ ოკუპირებულ ტერიტორიებს. გასული დღის განმავლობაში, თავდაცვის ძალების თვითმფრინავებმა 18 დარტყმა მიაყენეს მტრის ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის რაიონებს და მტრის საზენიტო სარაკეტო სისტემების პოზიციებს", - აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ცნობით, სარაკეტო ჯარებმა და საარტილერიო ქვედანაყოფებმა მტრის 4 საბრძოლო საცავს, 12 საარტილერიო იარაღს, მართვის 2 პუნქტს და მტრის ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის 2 რაიონს დაარტყეს.

ამასთან, გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ შეტევითი ქმედებების შედეგად, თავდაცვის ძალებს ნაწილობრივი წარმატება აქვთ ბახმუტის სამხრეთით, მოწინააღმდეგეს დაკავებული პოზიციებიდან აძევებენ და მიღწეულ საზღვრებზე მაგრდებიან.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო