The New Indian Express სტატიას - „სიღრმისეულად გავიცნოთ იმერეთი“ აქვეყნებს

ინდოეთის მაღალრეიტინგული გამოცემა The New Indian Express საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიას აქვეყნებს. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოცემის ჟურნალისტმა, კაპლანა სუნდერმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში იმოგზაურა. ჟურნალისტი საქართველოს ინდოეთის უმსხვილესი ავიაკომპანიის Air Indigo პირველი პირდაპირი ავიარეისით ესტუმრა. დელი-თბილისი-დელის მიმართულებით კვირაში ფრენები სამჯერ სრულდება. პრესტურის მიზანია ინდოეთში საქართველოს ცნობადობის ამაღლება და საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდაა.

„ბევრი მოგზაურისთვის ქუთაისი მხოლოდ დროებითი გასაჩერებელი ადგილია, მაგრამ ეს ქალაქი გაცილებით მეტ შესწავლას იმსახურებს. ქუთაისის ცენტრში საოცარ კოლხურ შადრევანს იხილავთ. ლურჯ მოზაიკურ კვარცხლბეკზე ოცდაათი მოოქრული ფიგურა მდებარეობს. ფიგურები ვანის არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი უძველესი არტეფაქტების მიხედვით აეწყო: ლომები, ირმები, ცხენები და სხვ. შუა საუკუნეების საქართველოს დედაქალაქი ქრისტიანობის მნიშვნელოვანი ცენტრი იყო მე-11 და მე-12 საუკუნეებში. ქალაქში უამრავ ეკლესიას აღმოაჩენთ.

ქუთაისის მწვანე ბაზრის კედელზე გამოკვეთილია კოლხეთის სამეფოს, მედეას, იასონისა და ოქროს საწმისის სცენები. ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, ეს ოქროს მიწა იყო. აქ იყიდება იმერული ყველი, ჩურჩხელა, სახლში დამზადებული სუნელები და უამრავი სხვა პროდუქტი“, - წერს სტატიის ავტორი და ქუთაისთან ერთად, იმერეთის სხვა ტურისტულ ადგილებს და იმერულ სამზარეულოს აღწერს.

„ქუთაისი იუნესკოს ძეგლებით, მონასტრებითა და მღვიმეებით არის გარშემორტყმული. 1106 წელს აშენებულ გელათის მონასტერში სწავლულთა აკადემია დაარსდა. აქ თქვენ იხილავთ ბიზანტიური სტილის ფრესკებს. გელათთან ახლოს მოწამეთას მონასტერია, რომელიც ხეობას გადაჰყურებს. აქ ქრისტიანობისთვის წამებული ორი ძმის - დავითისა და კონსტანტინეს საფლავები მდებარეობს. ქუთაისთან ახლოს აღმოაჩენთ თეთრას მღვიმეს, რომელიც კირქვით არის გაჟღენთილი. მღვიმე ღვინის შესანახად გამოდგებოდა, რაც მის უნიკალურობაზე მეტყველებს. თეთრას მღვიმეს სამკურნალო ფუნქციაც აქვს. ამ მღვიმეში მოხვედრა ბრონქული ასთმის მქონდე ადამიანებისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა,“ -წერს კაპლანა სუნდერა.

The New Indian Express ინდოეთში ყოველდღიურად 600 ათასი ტირაჟით იბეჭდება. გამოცემას სოციალურ ქსელებში 4 მილიონამდე გამომწერი ჰყავს.

https://www.newindianexpress.com/lifestyle/travel/2023/sep/03/dive-deep-into-churches-and-churchkhela-atkutaisi-in-georgia-2610438.html

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო