იაპონიამ მთვარეზე პირველი დამშვები მოდული გაუშვა

The Gardian-ის ინფორმაციით, იაპონიამ კოსმოსში პირველი მთვარის დამშვები მოდული - SLIM-ი გაუშვა, რომელიც იაპონიის აეროკოსმოსური კვლევების სააგენტოს (JAXA) მიერ იქნა შემუშავებული.

გამოცემის ცნობით, რაკეტა-მატარებლის გაშვება დღეს ტანეგასიმას კოსმოდრომიდან განხორციელდა. ამინდის გამო, გაშვება რამდენჯერმე გადაიდო.

მთვარეზე მოდულის დაშვება 4-6 თვეში მოხდება.

JAXA-ს სპეციალისტების განცხადებით, აპარატის შექმნის დროს გამოყენებული ტექნოლოგიები გარკვეულ ადგილას დაშვების საშუალებას იძლევა, ცდომილებით 100 მეტრამდე, ადრე კი, ეს მაჩვენებელი რამდენიმე კილომეტრს შეადგენდა.

„ახლა გვაქვს საშუალება დავეშვათ იქ, სადაც გვსურს და არა იქ, სადაც მარტივია", - განაცხადეს სპეციალისტებმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო