ბათუმი ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციის - CORLEAP მე-12 შეხვედრას მასპინძლობს

ბათუმში ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციის (CORLEAP) ყოველწლიური მე-12 ღონისძიება გაიმართა, სადაც საქართველო CORLEAP-ის თანათავმჯდომარე ქვეყნის რანგში მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონფერენცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძემ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან, თბილისის საკრებულოს ხელმძღვანელ პირებთან, ბათუმის მერთან ერთად გახსნა.

„ღონისძიებაში CORLEAP-ის წევრი ქვეყნებიდან წარმოდგენილი 50 - მდე დელეგატი, ასევე, ათეას მიერ ევროპის საბჭოს კონგრესში და ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოში (CEMR) წარდგენილი დელეგაციების წარმომადგენლები მონაწილეობას იღებდნენ.

შეხვედრა საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა (ათეა) და ბათუმის მერიის ერთობლივი ორგანიზებითა და მხარდაჭერით გაიმართა.

დამსწრე საზოგადოებას, ასევე, მისასალმებელი სიტყვით მიმართეს რადლოს მუნიციპალიტეტის ვიცე-მერმა, პაველ ბრანდა და CORLEAP-ის თანათავმჯდომარემ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ზურაბ აბაშიძემ.

CORLEAP-ში აღმოსავლეთ პარტნიორობის 5 ქვეყანა - საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, სომხეთი და აზერბაიჯანია წარმოდგენილი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო