ლაშა ტუღუში - ერთი პრეზიდენტი მოკლეს, მეორე რევოლუციით დაამხეს, მესამე დაიჭირეს, მეოთხეს იმპიჩმენტს უწყობენ და ღმერთმა იცის, კიდევ რა იქნება - გახდე ამ ქვეყნის პირველი პირი, საფრთხის მატარებელი და სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია

ევროპა რთულ ვითარებაშია - ევროპელი პოლიტიკოსების მნიშვნელოვანი ნაწილი დაბნეულია იმ განცხადებებით თუ მოქმედებებით, რომელსაც ჩვენი ხელისუფლების არაერთი წარმომადგენელი აკეთებს, - ამის შესახებ „ლიბერალური აკადემიის“ დირექტორმა, ლაშა ტუღუშმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა "დღის ნიუსრუმში" განაცხადა.

მისივე თქმით, „საქართველოს არ ექნება [ევროპული] პერსპექტივა, თუ ის პოლიტიკური, დაუდნობელი, შიდა გაუგებარი დაპირისპირება გაგრძელდა, რომელიც დღეს საქართველოშია“.

„ევროპა რთულ ვითარებაშია. ერთ მხრივ, მათ ინტერესშიც არის და ბუნებრივია, ეს ინტერესი მნიშვნელოვანია, რომ გაფართოვდეს და მეორე მხრივ, ადგილზე ის ხომ არ გაგიკეთებს რეფორმას? - შენ თუ არ აკეთებ ბოლომდე და წესიერად არ იქცევი, როგორაც არ უნდოდეთ ბორელს, თუ შარლ მიშელს, შენი ხელისუფლების მაგივრად ის აქ რეფორმებს ვერ ჩაატარებს... პოლიტიკურ ელიტებს კარგად უნდა ჰქონდეთ გააზრებული ეს ამოცანა. თუ ვერ შეძლეს ერთმანეთთან დალაპარაკება და საერთო მიზნისთვის გაერთიანება, ისტორია მათ განაჩენს გამოუტანს,“ - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

მისივე თქმით, ევროკომისიის მიერ შემუშავებული 12 პუნქტის შესრულების პროცესიდან საქართველო საგარეო საქმეთა სამინისტრო მნიშვნელოვანწილად ამოვარდნილია.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ პროცესში ჩაკარგულია. ჩვენ ვერ ვხედავთ საგარეო საქმეთა სამინისტროს ისე ძლიერად, როგორც უნდა ვხედავდეთ. რატომ? იმიტომ რომ ეს 12 პუნქტი მთლიანად გადმოტანილია პარლამენტში და საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ პროცესიდან მნიშვნელოვანწილად ამოვარდნილია,“ - აღნიშნა ტუღუშმა.

მან, ასევე, მმართველი გუნდის მიერ საქართველოს პრეზიდენტის ინტერპელაციის წესით თანამდებობიდან გადაყენების პროცესის დაწყებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნული პროცესი ქვეყნის ევროპულ მისწრაფებას აზიანებს.

„რომ შეხედო საქართველოს პრეზიდენტების ისტორიას და მათ ბედს - ერთი მოკლეს, მეორე რევოლუციით დაამხეს, მესამე დაიჭირეს, მეოთხეს იმპიჩმენტს უწყობენ და ღმერთმა იცის, კიდევ იმის იქით რა იქნება. პრაქტიკულად, გახდე პირველი პირი ქვეყანაში, საფრთხის მატარებელია, სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია.

ამ ვითარებაში კიდევ ერთი დიდი თავის ტკივილია ქვეყნისთვის, როდესაც უმრავლესობა, სახელმწიფოს მეთაურის წინააღმდეგ, იმპიჩმენტის პროცესს იწყებს. არ აქვს მნიშვნელობა იმპიჩმენტი შედგება, თუ ვერა, მთავარია, ეს პროცესი დაიწყო და დაიწყო ძალიან რთულ დროს. როდესაც ერთ მხრივ, პრეზიდენტი მიემგზავრება უცხოეთში იმისთვის, რომ საქართველოს მხარი დაუჭიროს, მეორე მხრივ, შიგნით შიდაპოლიტიკურ კონტექსტში, ისედაც უკიდურესად დაძაბული ვითარებაა. პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს აზიანებს ქვეყნის ევროპულ მისწრაფებას,“ - აღნიშნა ლაშა ტუღუშმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო